2025-08-27 10:21:31, 256 ნახვა
მსოფლიო/ ისრაელელმა აქტივისტებმა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით ქვეყნის მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს
ისრაელში, მძევლებისა და დაკარგული პირების ნათესავების ასოციაციის მოწოდებით, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. აქტივისტებმა საბურავები დაწვეს და გზები გადაკეტეს, მოითხოვეს რა, რომ ისრაელის მთავრობამ დაუყოვნებლივ მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას, რაც ხელს შეუწყობს ღაზას სექტორში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებული შეთანხმების ვერსია „საკმაოდ ეფექტურია“. აქტივისტები იმედოვნებენ, რომ ისრაელის მთავრობაზე მუდმივი ზეწოლა პოლიტიკოსებს დაეხმარება დააჩქარონ კომპრომისის ძიება მოლაპარაკებებში, რომლებიც არაერთხელ უშედეგოდ მთავრდება მხარეთა ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნების გამო. 2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის მებრძოლებმა ისრაელში 250-ზე მეტი მძევალი აიყვანეს. ამჟამად, ტყვეობაში 20-მდე ადამიანი რჩება. ამ ფონზე, ისრაელის კაბინეტი აგრძელებს როგორც ცეცხლის შეწყვეტის, ასევე ღაზას ქალაქზე ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეტევის შესაძლებლობის განხილვას: ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, გადამწყვეტი შეტევა ჰამასის მებრძოლების დასუსტებისა და კომპრომისზე წასვლის იძულების საუკეთესო გზაა. თუმცა, მძევლების ოჯახები და მათი მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი მასშტაბური ოპერაცია გადარჩენილი ტყვეების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |