2025-09-02 11:19:53, 235 ნახვა
საზოგადოება/ რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო
2 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 3,5 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. რთველი კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება. საკოორდინაციო შტაბში 200-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად. ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |