2018-05-16 22:57:09, 41257 ნახვა
სპეციალური ანონსი/ 17 მაისის ანონსი
![]() 09:00 საათზე, გაიხსნება სამდღიანი ნეიროქირურგთა საერთაშორისო კონგრესი ვასკულურ ნეიროქირურგიაში “WFNS GEORGIA 2018 –VASQULAR EXSPERTS MEETING, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრება. 09:00 საათზე, გაიხსნება ნეიროქირურგთა სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი ვასკულურ ნეიროქირურგიაში WFNS GEORGIA 2018 –VASQULAR XSPERTS MEETING, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრებიან. 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში,"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე მონაწილეობას მიიღებს და მისასალმებელი სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე „განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში". კონფერენციაზე ასევე გაიმართება განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენა. 10:00 საათზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. 10:00 საათზე, „სამართლის საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში, “ბილტმორ თბილისში” კონფერენცია, სახელწოდებით „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“ გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ნადარეიშვილი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსი - დავით კარიაული. კონფერენციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავჯდომარე, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე მინდია უგრეხელიძე გახსნის. 10:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე მონაწილეობას მიიღებს და მისასალმებელი სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე „განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში“. 11:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში”, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციას გაიმართავს. 11:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის" წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა 12.00 საათზე ,,ქართული ოცნების“ ოფისის წინ, ქუჩაში რუსუდან შარაძე მართავს პრესკონფერენციას თემაზე - რა სიახლეა გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში და ვინ უშლის ხელს ამ მკვლელობის გამოძიებას. 13:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეხვედრა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ბათუმის წევრებთან 13:30 საათზე, საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის (ECPRD) სემინარი - „სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება და რეგულირების ზეგავლენის შეფასება". ინტერესთა მიმართულება: „ეკონომიკა და ბიუჯეტი" 14:45 საათზე, ქ. ქუთაისში (ზ. გამსახურდიას გამზ. #47) პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ოფიციალურად გახსნის შპს „ემჯიემტექს" საწარმოს, რომელიც „აწარმოე საქართველოში " სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. 15:30 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდის ოპერირების დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. 18:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნება. გალერეების სექციაში „თიბისი არტ გალერეა“ გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენას წარმოადგენს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 2025-04-24 22:03:53 აშშ მოსთხოვს, რუსეთs ჰქონდეს უკრაინის უფლება საკუთარი არმიის ყოლის, - ბლუმბერგი 2025-04-24 15:37:56 კიევში 25 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |