2024-08-09 17:28:19, 753 ნახვა
სამხედრო/ თავდაცვის მინისტრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქარტველოსთავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სამთო მომზადების სკოლის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე მინისტრს ქვედანაყოფის ამოცანების, მიზნებისა და განვითარების გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. “ირაკლი ჩიქოვანი ქვედანაყოფის შესაძლებლობებს, სკოლის ინფრასტრუქტურასა და ბაზაზე გამოფენილ სამთო აღჭურვილობას გაეცნო. სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო საჩვენებელი სწავლებაც გამართა. ირაკლი ჩიქოვანი სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე მოწყობილ „ჯარის ბანაკსაც“ ესტუმრა. მინისტრი ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და გაესაუბრა. საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ „ჯარის ბანაკში“, მე-8 როტაციაზე, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს უმასპინძლა. საზაფხულო ბანაკმა საჩხერეში, კოჯორსა და ახალქალაქში, საერთო ჯამში 2200-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა. პროექტი ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად. “ჯარის ბანაკი” მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|