2025-04-27 21:08:34, 109 ნახვა
კორონავირუსი/ ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირადი მოლაპარაკებების გამართვა მოითხოვა. ამის შესახებ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკლ ვალცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება The Telegraph. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მტკიცედ იყო გადაწყვეტილი, რომ ვატიკანში პირადად შეხვედროდა ზელენსკის, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები წინ წასულიყო. „მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, პირისპირ ესაუბრა ზელენსკის და განეხილა, თუ როგორ ვაპირებთ ევროპაში ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ომის დასრულებას“, - თქვა ვალცმა. მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი მტკიცედ არის გადაწყვეტილი, გამოიყენოს დიპლომატია ამ ომის დასასრულებლად და ორივე მხარესთან სასაუბროდ. „მართლაც განსაკუთრებული იყო იქ სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად დგომა და პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობის ყურება“, - დასძინა ვალცმა. მან ასევე აღნიშნა, რომ 100 დღის წინ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ომის დასასრული ვერ დაინახა, თუმცა ტრამპი მტკიცედ არის გადაწყვეტილი. „კარგი შეხვედრა იყო. ჩვენ მოვახერხეთ ბევრი რამის განხილვა პირისპირ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი, რაც ითქვა, შედეგს გამოიღებს. ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც ომის განმეორებისგან დაგიცავთ“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა. ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მკაცრი განცხადება გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, ბოლო დღეებში უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალაქებისა და დაბების მიმართულებით რაკეტები გაესროლა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-28 09:37:06 სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა 2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |