2024-10-30 10:05:45, 10812 ნახვა
Lifestyle/ რეპერ P Diddy-ს10 და 17 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი, ცნობილი როგორც P Diddy-ს წინააღმდეგ, ორი სარჩელით შევიდა, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ მან 2000-იანი წლების დასაწყისში, სექსუალური ძალადობა მოახდინა 10 წლის და 17 წლის ბიჭზე.- ამის შესახებ AP იუწყება. ერთი სარჩელი რეპერს 2005 წელს ნიუ-იორკში სასტუმროს ნომერში 10 წლის ბიჭზე ნარკოტიკების მოხმარებაში და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მეორე სარჩელი მას 2008 წელს რეალითი შოუს Making the Band-ზე 17 წლის პოტენციურ კონკურსანტზე მსგავს თავდასხმაში ედავება. სარჩელი ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში შევიდა. კომბსის ადვოკატებმა უარყვეს ორი ახალი ბრა;დება და დაადანაშაულეს მოსარჩელეების ადვოკატი ენტონი ბაზბი, რომელიც ასევე წარმოადგენს დაზარალებულებს სხვა წინა სარჩელებში, საჯაროობის ძიებაში. „ბატონ კომბსს და მის იურიდიულ გუნდს სრული ნდობა აქვთ სასამართლო პროცესის ფაქტებსა და მთლიანობაში. „სიმართლე გაიმარჯვებს სასამართლოში: მისტერ კომბს არასოდეს ჩაუდენია სექსუალური ძალადობა ან ტრეფიკინგი არავისზე, მამაკაცსა თუ ქალზე, ზრდასრულსა თუ არასრულწლოვანზე“, - აცხადებენ ისინი. P Diddy უარყოფს ყველა ბრალდებას, გარდა 2016 წელს სასტუმროში შეყვარებულის კესი ვენტურას ცემისა, რაც ვიდეოზეა გადაღებული. თავის მხრივ, მისმა ადვოკატმა, სასამართლო პროცესზე კომენტირებისას, თქვა, რომ ყველა აღწერილი საქმე იყო „ურთიერთშეთანხმებით“.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა 2025-07-29 21:59:09 მინსკში პირველი დრონი ჩამოვარდა - „ტროტილითა და უკრაინულ ენაზე წარწერებით“, აცხადებს საგამოძიებო კომიტეტი ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |