23:42 - 02 Aug, 2025
2025-08-01 12:21:08, 2021 ნახვა

კორონავირუსი/
აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა

 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ The Hill იტყობინება.

გამოცემა იუწყება, რომ დაფინანსება 2026 ფისკალური წლის თავდაცვის ასიგნებების კანონპროექტში იყო გათვალისწინებული.

ინიციატივა სენატორებს მიჩ მაკკონელს (რესპუბლიკელი კენტუკიდან) და კრის კუნსს (დემოკრატი დელავერიდან) ეკუთვნის. ჟურნალისტების თქმით, კანონპროექტი კომიტეტმა 26 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კომიტეტის მიერ დამტკიცებული სიახლე უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარებისთვის 800 მილიონ დოლარს და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ანალოგიური მხარდაჭერისთვის 225 მილიონ დოლარს მოიცავს.

კუონსმა ადრე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის - დაფინანსება, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვაში ინვესტიციებისკენაც მოხმარდება და დასძინა, რომ ამგვარად, კიევისთვის განკუთვნილი მთლიანი თანხა 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს, იტყობინება The Hill.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics