2025-03-05 20:57:14, 350 ნახვა
პოლიტიკა ოპოზიციის ლიდერები ლონდონში ბარონესა სალ ბრიტონს შეხვდნენ
ოპოზიციის ლიდერები ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე, ლონდონში, ლორდთა პალატის წევრ ბარონესა სალ ბრიტონს შეხვდნენ. მათივე ინფორმაციით, განიხილეს კონკრეტული პრაქტიკული გადაწყვეტილებები, თუ როგორ შეიძლება დასავლელმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პროდასავლურ ოპოზიციასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს. "პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე, დღეს 5 მარტს, ლონდონში შეხვდნენ ბარონესა სალ ბრიტონს, რომელიც ლორდთა პალატის წევრია, ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი და დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა PACE-ში. ბარონესა სალ ბრიტონი საქართველოს დიდი მხარდამჭერია და ზედმიწევნით დეტალურად იცნობს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. გარდა PACE-სა და მრავალი საერთაშორისო ფორუმისა, იგი ლობირებს საქართველოს ინტერესებს ბრიტანეთში. ელენე ხოშტარია: "გამომდინარე იქიდან, რომ იგი ადამიანის უფლებებზე წლებია მუშაობს, გადავეცით ყველა საჭირო და დეტალური ინფორმაცია პოლიტიკური პატიმრების შესახებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შორის საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ და პრაქტიკულ საერთაშორისო მექანიზმებს, რომლებიც ზეწოლას გაზრდიან ხელისუფლებაზე." ელენე ხოშტარიამ და გიორგი ვაშაძემ ლორდთა პალატის წევრს გადასცეს დამუშავებული ინფორმაცია კონკრეტული პირების დანაშაულებისა და რუსეთთან კავშირების შესახებ, რათა მოხდეს მათ დასანქცირება. შეხვედრისას საუბარი შეეხო, კონკრეტულ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, როგორ შეიძლება დასავლელმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პროდასავლურ ოპოზიციასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს. ბარონესა სალ ბრიტონის თქმით, იგი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოთხოვნას სამართლიან პირობებში ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები ლონდონში დღეს და ხვალ აგრძელებენ შეხვედრებს ყველა პარტიის წარმომადგენელთან – ლეიბორისტებთან, კონსერვატორებთან და ლიბერალ-დემოკრატებთან. შეხვედრები გაიმართება როგორც ლორდთა, ასევე თემთა პალატაში," - წერია განცხადებაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-08 13:15:57 რუსებმი უკრაინის ძალების კურსკის რაიონში დრონებითა და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებით დევნიან- NYT 2025-03-08 13:11:38 აშშ წყვეტს უკრაინული F-16-ების მხარდაჭერას, მაგრამ ფრანგული მირაჟები ხსნა იქნება - Forbes 2025-03-08 12:43:10 ზელენსკი - ამგვარი თავდასხმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა 2025-03-08 12:06:06 რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს 2025-03-08 10:07:01 რუსების მიერ ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სავარაუდოდ,11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
![]() |