2025-03-08 23:26:49, 476 ნახვა
საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
როცა რუსეთიდან ან ბელორუსიდან რეჟიმების იძულების გამო ოპოზივცისს წევრები, ადვოკატები, ჟურნალისტები თუ უფლებადამცველები გარბოდნენ, საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი ძლიერად აკრიტიკებდა რუს და ბელორუს აქტიურ საზოგადოებას რეჟიმისადმი შიშის გამო, მაშინ ალბათ ცოტა, კი არა ვერავინ წარმოიდგენდა რომ საქართველოშიც რუსულ-ბელორუსული რეჟიმი დაოსადგურებდა, გუშინ რაზეც სხვას ვაკრიტიკებდით იგივე პროცესები დაიწყო საქართველოშიც. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თბილისის ან ქუთაისის აეროპორტებში შეუძლია დადგეს და მთელი დღის განმავლკობაში ათობით თუ ასობით არა, ადამიანს ნახავს რომელიც სამშობლოს ეკონომიკური და სოციალური ყოფის გამო ტოვებს, ბოლო რამდენიმე თვეში კი ამ ნაკადს პოლიტიკური რეპრესიებით დაზარალებულთა რიგი შეუერთდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის ტექნიკურმა პერსონალმა, ოპერატორებმა, მემონტაჟეებმა დატოვა ქვეყანა. ბოლო ტენდენციებით კი ჩანს, რომ ქვეყანას აქტიური მოქალაქეები და უფლებადამცველები ტოვებენ. ერთ-ერთი პირველი იყო აქტრივისტი ნატა ფერაძე, რომლის დაკავებასაც რეჟიმი აპირებდა თუმცა მან ქვეყნიდან გაასწრო. შემდეგ გავიგეთ, 26 იანვარს საქართველო დატოვა და შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ იგი დიდი ხანია ღიად აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების საკითხებში. ქვეყნიდან წასვლის მიზეზად მან დაპატიმრების შიში და პოლიტიკური დევნა დაასახელა. დღეს ცნობილი გახდამ რომ საქართველო დატოვა ადვოკატმა და უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა და ახალგაზრდა აქტივისტმა სანდრო ქინქლაძემ. მიხეილ რამიშვილმა ამ გადაწყვეტილებას ის არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟს უკავშირებს. ამ საკითხზე მან "ფორმულასთან" 28 თებერვალს ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც დღეს "შაბათის ფორმულაში" გასაჯაროვდა "იძულებული ვარ, დავტოვო საქართველო... [2 მარტს, გამთენიას] ქვეყნიდან წავალ და მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს... სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა... ერთ-ერთი ფაქტი იყო, როდესაც მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად, 2019 წელს, როდესაც შევიძინე სახლი, გარკვეული წლების შემდეგ დაიწყეს ამ სახლის გარკვეული ძიება, რომ აღმოეჩინათ ისეთი რამ რაც მათ მისცემდა საშუალებას, რომ ჩემს წინააღმდეგ დამდგარიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა... ეს [დავის საგანი] არის ერთადერთი ხელწერილი და იურიდიული მომსახურების კონტრაქტი, სადაც თითქოსდა ხელმოწერა ძალდატანებით არის გაკეთებული თუ დაწოლით... ჩატარებულია ექსპერტიზა სამხარაულში, მანამდე იყვნენ ერთ-ერთ კერძო ექსპერტთან მისული. მე იმ ექსპერტისგან ვიცი, რომ მან უარი უთხრა, რაც მათ მოითხოვეს და ცნობილია, რომ მოითხოვეს ის, რა პასუხიც მიიღეს სამხარაულიდან. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი "კოზირი" გამოძიებისთვის, რომ ამაში მაინც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა ნახეს, რომ მიშა რამიშვილმა თითქოს რაღაცა გააყალბა."- ამბობს მიხეილ რამიშვილი სამოქალაქო აქტივისტმა სანდრო ქინქლაძემ საქართველოს დატოვებაზე Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა ქვეყნის ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდა იტყობინება, რომ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. ცოტა გრძლად თუ ცოტა მოკლედ ჯერ არ ვიცი როგორ გამომივა ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ დავიწყებ დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო. სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან რაც ბავშვთა სამყარო დაიწვა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და მეორედ როცა 2023 წლის 7 მარტს რუსული კანონის წინაღმდეგ დავდექი რუსთაველის გამზირზე 17 წლის ასაკში გავაანალიზე, რომ რუსეთისკენ იმაზე ჩქარა მივექანებით ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. იმ დღის მერე არ გავჩერებულვარ, არ დამისვენია ყოველ დღე ჩემს მაქსიმუმს ვდებდი ცვლილებებისთვის სიცივეში სიცხეში რუსთაველის გამზირზე ვიდექი ღამე ქუჩაში ვხატავდი საპროტესტო წარწერებს სოციალურ ქსელებში ვეძებდი და ვავრცელებდი ინფორმაციებს, ვიბრძოდი რეჟიმის ყველა უსამართლო გადაწყვეტილების თუ ქმედების წინაღმდეგ, გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და მათან ერთად ყიველდღიურად ვცდილობდი ცვლილებების დაწყებას ამ ქვეყანაში. შემდეგ გავიცანი ჩემი აწ უკვე მეუღლე ელენე ხუბულავა და მასთან ერთად გავაგრძელე ეს ბრძოლა მოგვიანებით მისი სახლიდან გამიტაცეს დამატყვევეს ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გამისწორდნენ. მომისაჯეს პატიმრობა, გამივედი და გამოვიყოლე არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა და ტრამვა თუმცა არ გავჩერებულვარ. დღე რესტორანში ვმუშაობდი, ღამე კი რუსთაველზე ვიდექი. ამ ყველაფრის მერე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი. ჯერ უიმედობამ შემიპყრო, მერე ხელისუფლებამ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის თვალთვალი. ჯერ ელენეს დაყვებოდნენ ყველაგნ, სადაც კი წავიდოდა, მერე დედამისის თვალთვალიც დაიწყეს და საბოლოდ დედაჩემის ფოტო გამიმიგზავნეს თუ როგორ მიდის სამსახურში. შემდეგ მე დამხვდა ორი ჩაბურული შკოდა და იარაღის დამიზნებით გამაცილეს უბნიდან. კიდევ ბევრი რამ, თუმცა მოკლედ რომ ვთქვა დიდი ზეწოლა და სტრესი გამომატარეს. პატიმრობის მერე საბოლოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა და ჩემს მეუღლესთან ერთად აქ მაინც შევძლო მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრება სადაც არ მექნება იმის შიში რომ სადმე მომკლავენ ან დამიჭერენ. იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი თუმცა ამჯერად ამ ბრძოლაში მე ვეღარ ვიქნები ჩემი მეგობრების ახლობლების გვერდით და ვერ დავტკბები სცენით სადაც ყველა ერთმანეთს ეხუტება და ამდენი წიკაის და გაზიზს ცრემლების მერე სიხარულის ცრემლებს ვერ ვნახავ. ვერ ვნახავ დედაჩემს რომელიც მეტყვის აწი მაინც ხო დაეტევი სახლში და მეისვენებ. ბოდიში რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ. იმედია გამიგებთ ", -წერს სანდრო ქინქლაძე. ქვეყანა სრული სვლით მიდის დიქტატურისკენ, დიქტატურის ფორმა არახალია, ანალოგიური რეჟიმები მოქმედებენ რუსეთში და ბელორუსში, „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მეთოდების გამოგონება არ მოუწია, როგორც ჩანს „უფროსმა ძმებმა“ გამოცდილება უსასყიდლოდ გაუზიარეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-09 15:46:22 ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს 2025-03-09 13:48:39 უკრაინელებმა 12 ოლქში 73 დრონი ჩამოაგდეს 2025-03-09 11:15:02 რუსული მხარის ინფორმაციით, ღამით 88 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და რუსეთის ხუთმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა 2025-03-09 08:47:10 ზელენსკი - რუსეთი არა ომის დასრულებაზე, არამედ მეტის დაპყრობასა და განადგურებაზე ფიქრობს 2025-03-09 08:44:23 დობროპილიეზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
![]() |