00:59 - 10 Mar, 2025
2025-03-09 11:15:02, 226 ნახვა

კორონავირუსი/
რუსული მხარის ინფორმაციით, ღამით 88 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და რუსეთის ხუთმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 88 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 52 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 13 - ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, 9-როსტოვის ოლქის თავზე, 8 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 3 - ასტრახანში და თითო-თითო კრასნოდარის, რიაზანისა და კურსკის ტერიტორიებზე.

ამასთან, რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ღამით, უსაფრთხოების გამო, რუსეთის ხუთ აეროპორტში - ვოლგოგრადის, ყაზანის, ასტრახანის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ვლადიკავკაზის აეროპორტებში - დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მოგვიანებით, ხუთივე აეროპორტმა მუშაობა განაახლა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics