06:24 - 10 Mar, 2025
2025-03-09 17:56:14, 329 ნახვა

საზოგადოება/
პროტესტის მონაწილე სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის შენობა პოლიციის მესამედ მისვლის შემდეგ დატოვეს

თეატრალურ უნივერსიტეტში მესამედ მისულმა პოლიციამ სტუდენტებს შენობის დატოვება აიძულა. სამართალდამცველებმა ახალგარზრდებს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ თუ შენობას არ დატოვებდნენ, მათ დააკავებდნენ. 

შენობიდან გამოძევებული სტუდენტები ამბობენ, რომ მათი ბრძოლა გრძელდება და ის ბევრად უფრო მძაფრი იქნება.

ძალიან ბევრი მანიპულაციით თუ სხვადასხვა ხერხით გვაიძულეს უნივერსიტეტის დატოვება. ჩვენი პროტრესტის ფორმები იქნება ბევრად უფრო მძაფრი, ვიდრე აქამდე იყო, - ამბობენ სტუდენტები. 

თეატრალურთან ისევ იმყოფებიან მსახიობები, რომლებიც სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ. ნინო კასრაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტსი ადმინისტრაცია და პოლიცია ძალადობრივად მოქმედებენ. 

ეს არის ძალადობრივი ენა. ის, რაც არის ახლა გაბატონებული საერთოდ ქვეყანაში, ზუსტად ასეთი ენაა. სტუდენტები უკვე მესამე თვეა აპროტესტებენ ფოიეში მიმდინარე მოვლენებს. ეს რომ ვიღაცას გაუკვირდება, რომ სტუდენტს აქვს პროტესტი. ადმინისტრაციას ამოუვიდა ყელში, მიაჩნიათ, რომ თვალში აქვთ გაჩხერილი ეს პლაკატი, პატიმრების სახელები და გვარები, მიაჩნიათ, რომ ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი. დღეს გადაწყვიტეს და აღასრულეს თავისი გადაწყვეტილება. მუხტი არსად არ წავა, სხვა ფორმებს მიმართავენ, - ამბობს კასრაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. ადმინისტრაციამ მიზეზად სადეზინფექციო სამუშაოები დაასახელა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა შენობის დატოვებაზე უარი თქვეს, ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოჩნდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდები 5000 - 5000 ლარით დააჯარიმეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics