00:29 - 10 Mar, 2025
2025-03-09 08:44:23, 315 ნახვა

კორონავირუსი/
დობროპილიეზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დობროპილიეზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 47 მოქალაქე. დაშავებულთა შორის ხუთი ბავშვია.

რუსეთის ჯარებმა დობროპილიეზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა „ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ, მსგავსი რამ ხდება, უფრო მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი დაღუპული“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics