2025-03-09 08:47:10, 364 ნახვა
კორონავირუსი/ ზელენსკი - რუსეთი არა ომის დასრულებაზე, არამედ მეტის დაპყრობასა და განადგურებაზე ფიქრობს
დონეცკის ოლქში მდებარე დობროპოლიეზე რუსულ იერიშს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. "მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა სამაშველო სამუშაოები დონეცკის ოლქის დობროპოლიეში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, კომბინირებული იერიში. დარტყმა გათვლილი იყო ისე, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიეყენებინა. რაკეტები, ასევე შაჰედები ქალაქის ცენტრში. იერიშის ქვეშ მოყვა 9 საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები. სამწუხაროდ, 11 ადამიანი დაიღუპა. ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას. დაღუპულთა შორის არის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი. განმეორებით იერიში სამაშველო სამუშაოების დაწყების დროს მოხდა. დაჭრილია 50 ადამიანი, დაჭრილთა შორის არის 7 ბავშვი, ყველა პატარა 10 წლის გოგონაა". – თქვა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "რუსეთი არა ომის დასრულებაზე, არამედ რაც შეიძლება მეტის დაპყრობასა და განადგურებაზე ფიქრობს, სანამ სამყარო ამის უფლებას აძლევს".
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-09 22:23:08 უკრაინაში F-16 პრობლემები შეექმნა აშშ-ს დახმარების შეწყვეტის გამო - Forbes 2025-03-09 21:16:41 უკრაინაში ვითარება შეიძლება კატასტროფად იქცეს, რადგან აშშ-ის დახმარება იკლებს - FT 2025-03-09 15:46:22 ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს 2025-03-09 13:48:39 უკრაინელებმა 12 ოლქში 73 დრონი ჩამოაგდეს 2025-03-09 11:15:02 რუსული მხარის ინფორმაციით, ღამით 88 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და რუსეთის ხუთმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
![]() |