17:21 - 09 Mar, 2025
2025-03-08 12:06:06, 408 ნახვა

კორონავირუსი/
რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ-მ/კნ-23 ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, ისკანდერ-კ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 79 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 54 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, სუმისა და ოდესის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics