2025-03-05 21:48:33, 336 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია განახლდა - საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც შეკრებილებს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მსვლელობა შეუერთდა.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 3 თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,