2025-03-06 13:00:17, 213 ნახვა
პოლიტიკა პაატა მანჯგალაძე - თვითმმართველობის არჩევნებზე ვიდრე გადავალთ, 100 დღეა, ხალხი ქუჩაშია და ხელახალ, სამართლიან არჩევნებს ითხოვს
თვითმმართველობის არჩევნებზე ვიდრე გადავალთ, 100 დღეა ხალხი ქუჩაშია და ხელახალ, სამართლიან არჩევნებს ითხოვს, ეს დგას დღის წესრიგში, სხვა საკითხებზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი აბსურდია, რადგან ერთი ტრაქტორიც არ აღმოჩნდა, რომელიც გურიაში გზას გაწმენდაა. „აბსურდია ,,ქართული ოცნებისთვის” თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, როცა ერთი ტრაქტორიც არ აღმოჩნდა, რომელიც გზას გაწმენდდა გურიაში. ასეთი ხალხი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზად ვართო რომ ამბობს, თოვლის გასაწმენდი ტრაქტორიც არ ჰყავთ ნაყიდი. ჩვენ მხოლოდ ერთ ფორმატს განვიხილავთ – ხელახალი არჩევნების დანიშვნას. ახლა ჩვენი წარმომადგენლები, მათ შორის გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია იმყოფებიან ბრიტანეთში და პარტნიორებთან ერთად განიხილავენ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან. რეჟიმს ჩაკეტილი აქვს ევროპასთან ურთიერთობა და საქართველოს ინტერესს უცხოეთში პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ. აქედან ვუთვლი რეჟიმს, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნებზე მზაობაზე დაიწყებენ საუბარს და ტელევიზიებთან ყელის მოღერებას, მანამდე უპასუხონ მარტივ კითხვას, რატომ არ არსებობდა სპეციალური ტრაქტორი, რომელიც გზას გაწმენდდა. არანაირი ,,თუ” ჩემთვის არ არსებობს, ჩვენ ვდგავართ ხალხთან. ხალხს აქვს დაყენებული მთავარი მოთხოვნა, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამაზე და ფოკუსის გადატანას სხვა მიმართულებით არ ვაპირებთ. თქვენ ასე ამბობდით, რომ არც სანქციები იქნებაო, თუმცა თითქმის ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ რეჟიმს სანქციები დაუწესა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-08 13:15:57 რუსებმი უკრაინის ძალების კურსკის რაიონში დრონებითა და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებით დევნიან- NYT 2025-03-08 13:11:38 აშშ წყვეტს უკრაინული F-16-ების მხარდაჭერას, მაგრამ ფრანგული მირაჟები ხსნა იქნება - Forbes 2025-03-08 12:43:10 ზელენსკი - ამგვარი თავდასხმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა 2025-03-08 12:06:06 რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს 2025-03-08 10:07:01 რუსების მიერ ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სავარაუდოდ,11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
![]() |