02:37 - 28 Apr, 2025
2025-03-23 16:42:03, 1580 ნახვა

კომენტარი/
ანდრეი სიბიგა - რუსეთის ტერორი ეწინააღმდეგება მის განცხადებებს მშვიდობის შესახებ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის მიერ ბოლოდ დროს განხორციელებულ თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ძირს უთხრის აშშ-სა და სხვა ქვეყნების სამშვიდობო ძალისხმევას.

„რუსეთმა წუხელ კიევზე დრონებით მასიური თავდასხმა განახორციელა, სამიზნე იყო საცხოვრებელი ადგილები და სახლებში მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობა. დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი, რვა კი დაშავდა. ეს მოხდა კროპივნიცკის, ზაპოროჟიეს, ოდესასა და სხვა ქალაქებში ბოლო დღეებში განხორციელებული მსგავსი თავდასხმების შემდეგ. რუსეთის სისტემატური და მიზანმიმართული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ეწინააღმდეგება მის განცხადებებს მშვიდობის შესახებ და ძირს უთხრის აშშ-სა და სხვა პარტნიორების სამშვიდობო ძალისხმევას“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავისი ხალხი რუსული ტერორისგან და აგრესორზე გაზრდილი ზეწოლა ომის დასასრულებლად.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics