02:30 - 28 Apr, 2025
2025-04-07 15:05:48, 738 ნახვა

რეგიონი/
აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი აირჩიეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი 4 აპრილს წარადგინა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევს ბატონი სულხანი". - თქვა კობახიძემ.

თამაზაშვილი თორნიკე რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, რომელიც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციიდან 7 წლის შემდეგ, 2025 წლის 4 აპრილს გადადგა.

ცნობისთვის, აქამდე თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics