02:25 - 28 Apr, 2025
2025-04-18 10:24:51, 393 ნახვა

კორონავირუსი/
ხარკოვსა და სუმზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ორი და დაშავდა 54 ადამიანი

რუსულმა მხარემ ხარკოვზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. დაიბომბა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 54 ადამიანი.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, „რაკეტამ ხარკოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს დაარტყა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ”.

დაშავებულთაგან 13 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ბავშვი. ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქებები იყო სუმის ოლქში, ნიკოლაევსა და დნეპრშიც. სუმში თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics