02:25 - 28 Apr, 2025
2025-04-18 15:18:54, 392 ნახვა

კორონავირუსი/
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც უკრაინაში საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ხელმოწერილი კანონები უმაღლეს რადას დღეს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, 16 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტებს საომარი მდგომარეობის რეჟიმისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით - 6 აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics