02:05 - 28 Apr, 2025
2025-04-18 16:51:05, 398 ნახვა

კორონავირუსი/
უკრაინამ 909 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 909 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც ბახმუტის, კურახოვოს, პოკროვსკის და სხვა ტერიტორიების მახლობლად მდებარე ფრონტის ხაზებზე დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაღუპული დამცველები დააბრუნეს: კურახოვოს, პოკროვსკის, ბახმუტის, უგლედარის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ხარკოვის მიმართულებებიდან, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან.

შტაბის ცნობით, დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებაში დახმარება მათ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გაუწია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics