2025-04-18 20:20:08, 386 ნახვა
კორონავირუსი/ ვოლოდიმირ ზელენსკი - ნაძირალა უნდა იყო, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები წითელ პარასკევს განახორციელო
ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო ასეთი დარტყმები რომ განახორციელო, - ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წითელ პარასკევს, 18 აპრილს, რუსეთის მიერ ქალაქ ხარკოვის დაბომბვაზე, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. „ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ჩვეულებრივ ქალაქზე - წითელ პარასკევს, აღდგომის წინ. როდესაც პარტნიორებს მივმართავთ, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებს, Patriot სისტემებისთვისა და მათთვის რაკეტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ამ რუსული ბოროტებისგან დაცვა - ფრთოსანი რაკეტებიდან ბალისტიკამდე, - მივმართავთ დაცვისთვის, რომელსაც ყოველი ერი იმსახურებს. არ უნდა იყოს ისე, რომ რომელიღაც ერი დაცვას მეტად იმსახურებს, ხოლო რომელიღაც ნაკლებად. ეს ქრისტიანულია - დახმარება. მითუმეტეს როდესაც არის ასეთი შესაძლებლობა - დახმარების. არ უნდა იყოს ისე, რომ ვიღაც ტერორისტს რატომღაც შეუძლია თავი აარიდოს შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ისევე ანადგურებს სიცოცხლეს, როგორც სხვა. რუსეთი, როგორც მინიმუმ მკაცრ სანქციებს იმსახურებს, რაც სასჯელია ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს“, - წერს ზელენსკი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-05 19:25:07 რუსული პროპაგანდისტული Telegram-არხები - უკრაინამ კურსკის საზღვართან იერიში მიიტანა 2025-05-05 17:56:20 ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტა მიღწევა ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი 2025-05-05 14:42:43 ალექსანდრ სირსკი - კურსკის ოპერაციამ მიზნების უმეტესობას მიაღწია 2025-05-05 11:10:18 რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა 2025-05-05 11:04:31 უკრაინის საბრძოლო დრონებმა მოსკოვზე იერიში მიიტანეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |