2025-05-03 13:27:06, 88 ნახვა
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
"ქართული ოცნების" რეჟიმი ცდილობს თავისუფალი პრესა მოკლას. პრესა რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სიმართლის გაგებაში და ინფორმირებულ არჩევანში ეხმარება. როგორც ყველა რეჟიმი "ოცნების" წარმომადგენლები გამონაკლის არ წარმოადგენენ ბოროტების თესვასა და გავრცელებაში. გუშინ 2 მაისს გამოქვეყნდა მსოფლიო პრესის და სიტყვის თავისუფლების რეიტინგი სადაც საქართველომ ავტორიტარულ რეჟიმებში დაიკავა საპატიო ადგილი. საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 11 ადგილით ჩამოქვეითდა და 50.53 ქულით 180 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა. წინა, ანუ 2024 წლის ინდექსში საქართველო 103-ე ადგილს იკავებდა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აფასებს ქვეყნებში პრესის თავისუფლებას პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების ინდიკატორებით. RSF-ის თანახმად, მედიაგარემო საქართველოში მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიკურად ძლიერად პოლარიზებული. მედიასივრცეში ფართოდ გავრცელებულია მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც მოსახლეობის ინფორმაციის ძირითადი წყაროა. მედიასაშუალებების მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს მოხდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, რომელმაც რედაქციული ხაზი შეიცვალა ყოფილი მფლობელისთვის დაბრუნების შემდეგ, და საზოგადოებრივ მაუწყებელთან (GPB) დაკავშირებით, რომელმაც მთავრობის ჩარევა განიცადა. რეგიონული და სათემო რადიოსადგურები ფინანსურ სირთულეებს ებრძვიან, ბეჭდვითი მედიის აუდიტორია კი კლებულობს, მაშინ როცა ონლაინ მედიასაშუალებების პოპულარობა იზრდება. პოლიტიკური კონტექსტის ნაწილში აღნიშნულია, რომ ქვეყანა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისშია 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ასეთ გარემოში კი მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიების კონტროლისთვის მტკიცე კონკურენციაა. RSF-ის შეფასებით, ძირითადი სატელევიზიო არხები, როგორც წესი, მფლობელების ინტერესებს იცავენ, რომლებიც ხშირად პოლიტიკურ ლიდერებთან არიან დაახლოებული. იგივე ეხება სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ მედიასაც, რომელზეც ხელისუფლება ძლიერ ზეგავლენას ახდენს.
„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ ხაზს უსვამს, რომ მთავრობას ჯერ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით; და წარსულში მიღებული რეფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც მედიაპლურალიზმსა და გამჭვირვალობას აძლიერებდა, მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოური გავლენის“ კანონი, რომელიც რუსული „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობის იდენტურია და ზღუდავს მედიის თავისუფლებას. „სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი ამ კონფიდენციალურობას იცავს“, — ნათქვამია ანგარიშში. ეკონომიკურ კონტექსტში ანგარიში ხაზს უსვამს სუსტად განვითარებული სარეკლამო ბაზარს, რომელიც განსაკუთრებით კლებულობს ბეჭდვით და ონლაინ მედიაში, რომლებიც ძირითადად დასავლელი დონორების ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებენ. „კერძო მფლობელობაში მყოფი მედიასაშუალებების ეკონომიკური სირთულეები კიდევ უფრო გამწვავდა „უცხოური გავლენის“ კანონის შედეგად, რომელიც ზიანს აყენებს დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედ მედიას, ასევე სარეკლამო კანონმდებლობის ცვლილებების ფონზე, რაც ხელს უშლის სამართლიან კონკურენციას ძლიერ სუბსიდირებულ სახელმწიფო მედიასთან“, — ნათქვამია ანგარიშში. სოციოკულტურული კონტექსტში „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ ხაზს უსვამს ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად გამოხატულ დაძაბულობას ისეთი თემების მიმართ, როგორიცაა რელიგია, LGBTQ+ საკითხები და რუსული გავლენა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე. აღნიშნავს, რომ გავლენიანი საზოგადოებრივი ფიგურები, მაგალითად, მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ხდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიყურადების ობიექტები, რაც ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობას არღვევს. უსაფრთხოების კომპონენტთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ხშირია, მათ შორის – მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიუთითებს ერთი ჟურნალისტის (მზია ამაღლობელი) მიმდინარე პატიმრობაზე და ასევე, „ბათუმელების“ ოპერატორ გურამ მურვანიძის დაკავებაზე.
კვლევითი ორგანიზაცია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ (CMIS) აცხადებს, რომ 2024 წლის მაისიდან დღემდე, 2025 წლის 2 მაისამდე, საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორისაა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისდამი სისხლისსამართლებრივი დევნა სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით. ორგანიზაცია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ სამი მაისისათვის, - მსოფლიო პრესის თავისუფლების დღისათვის, - გამოქვეყნებულ ცნობებში წერს, რომ მათი ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს ინციდენტები, რომლებიც მოიცავს:
აღრიცხული შემთხვევებიდან, როგორც ორგანიზაცია წერს,
რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკურ ძალადობას - ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, - წერს ორგანიზაცია, - და აქედან:
ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:
ამასთან, CMIS-ის თანახმადვე, ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, რომელთაგან ერთი - მზია ამაღლობელი - დღემდე პატიმრობაშია.
მზია ამაღლობელის სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საჩივარში საუბარია ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე. ამასთან, ქვეყანაში ბოლო ერთ წელიწადში - ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-13 წელს, - მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მსოფლიო მედიის ინდექსში, რომელიც ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გამოაქვეყნა, საქართველო, 103-დან 114-ე ადგილზე ჩამოვარდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-03 20:13:25 ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში მილიონს მიაღწია 2025-05-03 10:38:26 პენტაგონმა უკრაინისთვის F-16-ებისთვის მიყიდვა დაამტკიცა 2025-05-03 10:31:20 რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს - დაშავდა 47 ადამიანი 2025-05-03 09:37:05 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად უნდა აჩქარდეს 2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |