2025-05-03 10:31:20, 54 ნახვა
კორონავირუსი/ რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს - დაშავდა 47 ადამიანი
რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაშავდა 47 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვზე დრონების გამოყენებით მასიური შეტევა განახორციელეს. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოებში 8 ადამიანი რჩება. თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები დაზიანდა. რუსული ძალების თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთმა საცხოვრებელ შენობებს დაარტყა და არა სამხედრო ობიექტებს. „სამხედრო სამიზნეები არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან. მხოლოდ არაადამიანურ არსებებს შეუძლიათ ასეთი ბრძანებების გაცემა და მათი შესრულება. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს. მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-03 20:13:25 ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში მილიონს მიაღწია 2025-05-03 10:38:26 პენტაგონმა უკრაინისთვის F-16-ებისთვის მიყიდვა დაამტკიცა 2025-05-03 10:31:20 რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს - დაშავდა 47 ადამიანი 2025-05-03 09:37:05 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად უნდა აჩქარდეს 2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |