2025-05-03 10:38:26, 69 ნახვა
კორონავირუსი/ პენტაგონმა უკრაინისთვის F-16-ებისთვის მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლებისთვის წვრთნისა და მათი მოვლა-შენახვის მომსახურებისა და აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. სააგენტოს ცნობით, პაკეტის საფასური ერთიანობაში სავარაუდოდ 310.5 მილიონ დოლარს შეადგენს. DSCA-მ შესაბამისი სერტიფიკატი აშშ-ს კონგრესს გადასცა და გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ პაკეტი მოიცავს, მათ შორის, თვითმფრინავების მოდიფიკაციებსა და განახლებებს, მათ მართვასთან დაკავშირებით პერსონალის წვრთნებს, მოვლა-პატრონობასა და შენარჩუნებაში დახმარებას, სათადარიგო ნაწილებს, მიწისზედა მომსახურების აღჭურვილობას, შეკეთებისა და დაბრუნების მომსახურებას, გასაიდუმლოებული და არაგასაიდუმლოებული პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას; საიდუმლო და არასაიდუმლო პუბლიკაციებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას, კვლევებსა და გამოკითხვებს, აშშ-ს მთავრობისა და კონტრაქტორების საინჟინრო, ტექნიკური და ლოჯისტიკის მხარდაჭერის მომსახურებებს და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ სხვა დახმარების პროგრამებს. განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული პაკეტი "აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს დაეხმარება იმ პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებით, რომელიც ევროპაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესის ძალაა". სააგენტოს თანახმად, პაკეტი "გააძლიერებს უკრაინის ახლანდელ და მომავალ საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობებს მათი პილოტების ეფექტიანი წვრთნის უზრუნველყოფით და აშშ-ს საჰაერო ძალებთან წვრთნების შედეგად აშშ-სთან ოპერაციული თავსებადობის გაზრდით".
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-03 20:13:25 ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში მილიონს მიაღწია 2025-05-03 10:38:26 პენტაგონმა უკრაინისთვის F-16-ებისთვის მიყიდვა დაამტკიცა 2025-05-03 10:31:20 რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს - დაშავდა 47 ადამიანი 2025-05-03 09:37:05 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად უნდა აჩქარდეს 2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |