23:21 - 03 May, 2025
2025-05-03 09:37:05, 62 ნახვა

კორონავირუსი/
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად უნდა აჩქარდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინამ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და მათი წარმოება მაქსიმალურად უნდა ააჩქაროს. 

ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ოლექსანდრ სირსკის შტაბის შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა.

"ამოცანა არის, რომ უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად აჩქარდეს. ჩვენი შორსმსროლელობა არის უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო და ეფექტიანი გარანტია". - თქვა ზელენსკიმ. 

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინის მფლობელობაში მყოფ F-16-ის ტიპის ამერიკულ ავიაგამანადგურებლებზეც ილაპარაკეს. კრებაზე განიხილეს F-16-ები, რომლებიც უკრაინას უკვე აქვს და რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა. 

ამასთან, ზელენსკის თქმით, სირსკის ანგარიშები, მათ შორის, დონეცკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს შეეხო. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა სამხედრო ქმედებებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში აგრძელებს.

"დღეს მთავარსარდალმა რამდენიმე ანგარიში წარადგინა. განსაკუთრებული ყურადღება - დონეცკის ოლქში მიმდინარე ვითარებაზე, კერძოდ, პოკროვსკის მიმართულებით, სხვა რამდენიმე მიმართულებით. განვაგრძობთ როგორც კურსკის, ისევე ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე მოქმედებას". - თქვა ზელენსკიმ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics