12:43 - 06 May, 2025
2025-05-06 03:17:49, 95 ნახვა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 345-მა დეპუტატმა. აქედან 165 რესპუბლიკელი
180 დემოკრატი იყო.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ზუსტად იგივე კანონპროექტი სენატმაც უნდა მიიღოს
ამჟამად აშშ-ს სენატში კანონპროექტს უკვე გავლილი აქვს საგარეო კომიტეტი, რის შემდეგაც ის კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა
წარმომადგენელთა პალატასა და სენატში MEGOBARI აქტის საერთო ვერსიის დამტკიცების შემდეგ მას აშშ-ს პრეზიდენტს ხელმოწერისთვის გადაუგზავნიან
ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-06 10:34:29 რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი 2025-05-05 19:25:07 რუსული პროპაგანდისტული Telegram-არხები - უკრაინამ კურსკის საზღვართან იერიში მიიტანა 2025-05-05 17:56:20 ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტა მიღწევა ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი 2025-05-05 14:42:43 ალექსანდრ სირსკი - კურსკის ოპერაციამ მიზნების უმეტესობას მიაღწია 2025-05-05 11:10:18 რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |