15:28 - 06 May, 2025
2025-05-06 10:34:29, 59 ნახვა

კორონავირუსი/
რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი

რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის უდიდეს „ბარაბაშოვოს“ ბაზარში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები, დაშავდა 11 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა ქალაქის ოთხ რაიონს „გერან-2“ ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ქალაქის უდიდეს ბაზარში, „ბარაბაშოვოში“, ხანძარი გაჩნდა“, - წერს სინეგუბოვი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ოლქს, საერთო ჯამში, 8 მართვადი საჰაერო ბომბით, 8 FPV დრონით და „გერან-2“ ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

სინეგუბოვის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად, იზიუმში დაზიანდა 14 კერძო სახლი, კუპიანსკში - 2 კერძო სახლი, საწყობი და 2 ავტომობილი და ხარკოვში- 8 კერძო სახლი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics