02:12 - 28 Apr, 2025
2025-04-19 15:40:15, 440 ნახვა

საზოგადოება/
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:32 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დღეს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ რეისით ჩამოიტანენ. „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება.

წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics