02:15 - 28 Apr, 2025
2025-04-19 18:32:55, 742 ნახვა

კორონავირუსი/
რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კრემლში შეხვედრისას უმაღლესმა მთავარსარდალმა საბრძოლო საკონტაქტო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენება მოისმინა და განაცხადა, რომ რუსული მხარე აჩერებს ყველა საომარ მოქმედებას 19 აპრილის 18 საათიდან [მოსკოვის დროით], 21 აპრილის 00:00 საათამდე [მოსკოვის დროით]“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას მოუწოდა, რომ სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის მაგალითს მიჰყვეს.

„სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეაქცია გვაჩვენებს, თუ რამდენად გულწრფელია კიევის უნარი და სურვილი, სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა გერასიმოვთან შეხვედრაზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics