2025-04-20 12:15:24, 778 ნახვა
კომენტარი/ ზელენსკი - ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად, ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს
ბოროტებას თავისი საათი აქვს და ღმერთს თავისი დღე. ერთ-ერთი აზრი, რაც ქრისტეს ისტორიაშია ჩადებული, მდგომარეობს იმაში, რომ ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო მილოცვისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელებს მშვიდობა რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან სურთ. „ჩვენ ეს გვსურს სრულმასშტაბიანი ომის მთელი 1152 დღის განმავლობაში. ჩვენ ამაში ერთიანი ვართ. ყოველდღე და განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყველა ქრისტიანული კონფესიის უკრაინელები აღდგომას ერთსა და იმავე თარიღში აღნიშნავენ. ჩვენ ერთად ვიბრძვით უკრაინისთვის და ერთად ვლოცულობთ უკრაინისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ომის დასრულება და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ისურვა. „დაე, ბოროტების საათი დასრულდეს. სიცოცხლის დღე დადგეს. მშვიდობის დღე. უკრაინის დღე. საუკუნეზე გრძელი დღე და ჩვენ შევძლებთ ისევ ერთად შევიკრიბოთ. იმავე მაგიდასთან. მშვიდობიან აღდგომას. დაე, ეს ყველაფერი ახდეს. დაე, ღმერთი დაგვეხმაროს ამაში. მშვიდობა იყოს. დაე, უკრაინა იყოს. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |