02:39 - 28 Apr, 2025
2025-04-23 10:05:49, 671 ნახვა

კორონავირუსი/
რუსულმა ძალებმა ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, დაღუპულია 9 ადამიანი

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, დაღუპულია 9 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი ლისაკის ცნობით, დღეს დილით რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში დრონების გამოყენებით ავტობუსს დაარტყეს, რომელშიც ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

„მტრის თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო ინფორმაციით, 30 ადამიანი დაშავდა“, - წერს ლისაკი „ტელეგრამის“ არხზე.

ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა ნიკოპოლსაც შეუტიეს, თუმცა თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics