2025-04-23 17:45:54, 718 ნახვა
კორონავირუსი/ ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ
ჩვენ უკრაინაში დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ეს ზუსტად ის წინადადებაა, რომელიც მიმდინარე წლის 11 მარტს აშშ-მა წამოაყენა. ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამას დათანხმდება და მკვლელობებს შეწყვეტს. ჩვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის მზად ვართ და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება ყველა პარტნიორისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, უკრაინა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობაზეა თანახმა, რომელიც „ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური მშვიდობის მიღწევას“ გამოიწვევს. „ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრა პარიზში უკვე იყო. დღეს მოლაპარაკებები ლონდონში გრძელდება. მკვლელობების დასრულება ნომერ პირველი პრიორიტეტია. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამ მიზნის მიღწევისკენ ისწრაფვის და გვეხმარება, რომ ომი დავასრულოთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |