02:10 - 28 Apr, 2025
2025-04-24 12:26:41, 650 ნახვა

კორონავირუსი/
პესკოვმა უკრაინაში ომის დასრულების პირობები დაასახელა

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პირობები დაასახელა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი ცეცხლის სრულად შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს, თუმცა მანამდე მისი "პირობები უნდა დაზუსტდეს", მათ შორის, ევროპის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი.

როგორც ამბობს პესკოვი, "კონფლიქტი მომენტალურად დასრულდება, თუკი უკრაინა რუსეთის კონსტიტუციაში აღნიშნული ოთხი რეგიონიდან ჯარებს გაიყვანს". ოთხ რეგიონში დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი იგულისხმება.

რუსეთის მოთხოვნების მიხედვით, უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გახდეს - "მისი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეა," - ამბობს პესკოვი.

პუტინის სპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ "უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გარეშე შეუძლებელია".

როგორც ამბობს პესკოვი, უკრაინის პრეზიდენტის გადადგომა "რუსეთის მოთხოვნებში არ შედის, თუმცა ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი, მისი არალეგიტიმურობის გამო, შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს".

რაც შეეხება ევროპაში გაზის მიწოდების საკითხს, კრემლის პირობებით, თუ რუსეთ-ევროპას შორის გამავალ გაზსადენზე კონტროლს აშშ დაამყარებს, მაშინ Газпром-ი "მზად იქნება ახალ მფლობელთან ბუნებრივი აირის მიწოდების კონტრაქტის განხილვისთვის".

"მოსკოვი ხედავს, რომ ევროპის ზოგი ქვეყანა რუსული გაზის შეძენისთვის მზად არის და აქედან გამომდინარე საბაზრო პირობების გათვალისწინებით მოლაპარაკებებისთვის მზადაა," - ამბობს პესკოვი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics