2025-04-24 13:44:25, 496 ნახვა
საზოგადოება/ ანა დოლიძე - რძის საკითხზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას ვითხოვთ
კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სურსათის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართა. ანა დოლიძე რძის საკითხზე საჯარო შეხვედრას ითხოვს. ,,სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაიცვას ჩვენი ინტერესები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვჭამთ, რას ვსვამთ და ჯანმრთელია თუ არა ჩვენი გარემო. გაზრდილი სიმსივნეების მაჩვენებელი, როგორც ზრდასრულებში ისე არასრულწლოვანებში იმის მაჩვენებელია, რომ რაღაც კარგად ჩვენ გარემოში არ არის. რძის სკანდალი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა. ორი განცხადება მოვისმინეთ სააგენტოსგან და თითქოს ყველაფერი დასრულდა. ჩვენ გვჭირდება საჯარო განხილვა მშობლებთან ერთად, სააგენტოს ხელმძღვანელთან პირისპირ. უნდა გავიგოთ, რა ვითარება გვაქვს რძესთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის ჩვენი მომავლის საკითხი და მე ამას ბოლომდე გავყვები“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |