02:07 - 28 Apr, 2025
2025-04-24 17:06:58, 635 ნახვა

სამართალი/
გიორგი ჩხეიძეს, რომელიც სასამართლოს ეზოში დააკავეს, 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ჩხეიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.

მან გიორგი ჩხეიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის, მეორე ნაწილში გაამტყუნა და მას 4000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით, მაშინ დააკავეს, როდესაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა და სასამართლოს ტოვებდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics