02:12 - 28 Apr, 2025
2025-04-25 10:27:46, 472 ნახვა

სამართალი/
ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში  ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 აგვისტოს ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე  ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე, მოგვიანებით კი მეორე ბრალდებულთან ერთად  დაზარალებულს  დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები  მიაყენეს,  რის შედეგად დაზარალებულმა  სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის   „ი" ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობა), ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე 126-ე მუხლის პირველი  ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა  სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics