2025-04-25 12:34:02, 440 ნახვა
პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი - ვრჩები როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად
დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. არაერთხელ მითქვამს, რომ არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული. არცერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი - ვრჩები როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. „არაერთხელ მითქვამს, რომ არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული. არცერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო ჩვენი სამშობლოს და ხალხის მსახურების შესაძლებლობა. ასე იყო 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პრემიერის თანამდებობა დავტოვე 33 წლის ასაკში და პოლიტიკიდან გავედი. ასე იყო მაშინ, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელე ერთად დაწყებული საქმე. ასე იყო გასულ წელს, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერის თანამდებობა. ასეა დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვებ პოლიტიკას. დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს პარტიის დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქვეყანაში არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლოო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა. მისი ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა. ქვეყანა გადაარჩინა. მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში. მიმაჩნია, რომ საპატიო მისია, რომელიც თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად, შემდეგ მეორედ პრემიერად დანიშვნით და ბოლოს პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა და პოლიტიკიდან გავიდე. საკუთარი ქვეყნის სამსახური სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვების, მთავარი მონაპოვარი, ღირებულებების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. ვრჩები როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მსურს, მადლიერება გამოვხატო ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობიდან მემსახურა საქართველოსთვის. წარმატებას ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და დიდ გუნდს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ მომავალს. „მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს. ასევე, პარალელურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. შექმნის შესაბამის რეალურ პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და სტაბილური განვითარებისთვის“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |