02:22 - 28 Apr, 2025
2025-04-25 15:01:44, 458 ნახვა

საზოგადოება/
საქსტატი - 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 3 587 მოქალაქეს მიენიჭა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 3 587 მოქალაქეს მიენიჭა, აქედან 2 739 პირის დაბადების ადგილი საქართველოა. 

საქართველოს მოქალაქეობა ყველაზე მეტმა, 2 361-მა რუსეთის მოქალაქემ მიიღო. მეორე ადგილზეა გერმანია, მესამეზე უკრაინა. ჩამონათვალში ასევე არის ირანის ისლამური რესპუბლიკაც, თუმცა რაოდენობა არ წერია. საქსტატს მითითებული აქვს, რომ მონაცემები კონფიდენციალურია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 592 პირს შეუწყდა. აქედან 1 177 პირის დაბადების ადგილი საქართველოა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics