02:15 - 28 Apr, 2025
2025-04-25 15:52:57, 443 ნახვა

მსოფლიო/
მედია - კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კრემლში პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს მასპინძლობს“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, ეს სტივ უიტკოფსა და ვლადიმერ პუტინს შორის მეოთხე შეხვედრაა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics