02:17 - 28 Apr, 2025
2025-04-26 13:11:37, 294 ნახვა

მსოფლიო/
ზელენსკიმ რომში ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა - მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სუსპილნე“ პრეზიდენტის პრესმდივან სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა.

როგორც Sky News ვატიკანში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპი ზელენსკის რომის პაპის დაკრძალვის წინა დღეს შეხვდა. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ, რომ წირვის შემდეგ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს.

მათი ორმხრივი შეხვედრა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის კრემლში მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა.

 თეთრი სახლის პრესსპიკერმა Sky News-ს განუცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს „ძალიან პროდუქტიული დისკუსია“ ჰქონდათ.

რუსეთში ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, სერ ტონი ბრენტონმა, განაცხადა, რომ ამ ღონისძიებამ დიპლომატიური შესაძლებლობები გახსნა, მათ შორის ტრამპსა და ზელენსკის შორის „ყველა დროის ყველაზე მასშტაბური შეხვედრა“. დიპლომატმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში საჯარო სკანდალის შემდეგ გამართული შეხვედრა შესაძლოა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესის დაწყების „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ იყოს.

ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა ამ დროისთვის დასრულებულია. პრეზიდენტები უკვე ჩავიდნენ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის.
21 აპრილის დილით ცნობილი გახდა, რომ რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა. ის 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი და შეუქცევადი გულის უკმარისობა გახდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics