02:02 - 28 Apr, 2025
2025-04-27 12:28:22, 61 ნახვა

მსოფლიო/
ვანკუვერის ფესტივალზე მანქანა ხალხში შევარდა

კანადის მედიის ცნობით, 27 აპრილს, ვანკუვერში, დასავლეთ კანადაში, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მას შემდეგ, რაც ქუჩის ფესტივალზე მყოფ ხალხში მანქანა შევარდა.

პოლიციის ცნობით, მანქანა ხალხში შევარდა  საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე  ეს მოხდა აღმოსავლეთ 41-ე ავენიუსა და ფრეიზერის ქუჩის მახლობლად, სადაც იმართებოდა ფესტივალი ლაპუ-ლაპუს დღის აღსანიშნავად, რომელსაც ფილიპინების თემის წევრები აღნიშნავენ. დღესასწაული დაარსდა კუნძულ მაკტანის ბელადის, ლაპუ-ლაპუს პატივსაცემად, რომელიც ესპანელი კოლონიზატორების წინააღმდეგ ერთ-ერთ პირველ ფილიპინელ მებრძოლად ითვლება.

მანქანის მძღოლი დააკავეს. პოლიცია ინციდენტის მიზეზებსა და დაკავებულის შესაძლო მოტივებზე არ საუბრობს.
სოციალურ ქსელში ინციდენტის ადგილიდან ვიდეოები გავრცელდა. მათზე ჩანან ადგილზე მომუშავე მაშველები, ასევე რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მიწაზე წევენ - სავარაუდოდ, მსხვერპლნი.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, კანადის ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ ფესტივალზე საარჩევნო ღონისძიება გამართა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics