02:17 - 28 Apr, 2025
2025-04-27 13:48:25, 57 ნახვა

ეკონომიკა/
რუსეთის ბელორუსის და უკრაინის მოქალაქეები საქართველოს რეზიდენტები ხდებიან, სტატისტიკა

საქართველოში მყოფი ბელორუსის მოქალაქეების 26.9%, უკრაინის მოქალაქეების 23.9% და რუსეთის მოქალაქეების 24.4% საქართველოს რეზიდენტები არიან. ამის შესახებ ეროვნული ბანკი ტურიზმიდან შემოსავლების სტატისტიკაში მიუთითებს.

2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი ბელორუსის მოქალაქეების 26.9%, უკრაინის მოქალაქეების 23.9% და რუსეთის მოქალაქეების 24.4% საქართველოს რეზიდენტები არიან. 

სებ-ის განმარტებით, ეს ადამიანები საქართველოში უკვე 1 წელზე მეტია იმყოფებიან ან 1 წელზე მეტი ვადით აპირებენ დარჩენას. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან და მათი ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.

2025 წლის I კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 826 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია. I კვარტალში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი 17.2%-ით შემცირდა. თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა 141.8 მილიონი დოლარით. ამავე პერიოდში უკრაინიდან 2%-ით მეტი - 33.7 მლნ დოლარის შემოსავალი დაფიქსირდა, ბელარუსიდან კი 15.9 მლნ დოლარის, რაც წლიურად 3.8%-იანი კლებაა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics