02:19 - 28 Apr, 2025
2025-04-27 16:53:32, 72 ნახვა

პოლიტიკა
სპორტის სამინისტროსთვის ავტომობილების პირველი კლასის მოდელები შეიძინეს - სულ 440 ათას ლარზე მეტის

ახლად შექმნილი სპორტის სამინისტროსთვის "ტოიოტას" და "კიას" მანქანები შეიძინეს. პირველი კლასის მოდელები ე.წ მინისტრისთვის და მისი ე.წ  მოადგილეებისთვისაა ნაყიდი. ჯამში, ავტომობილებში 440 ათას ლარზე მეტია გადახდილი. 

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბალანსზე ჯამში 46 ავტომობილი ირიცხებოდა. უწყების  აპარატის ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო ხარჯების შესახებ ასეთია: საწვავის ხარჯი მთელი წლის მანძილზე 176 004 ლარი, ხოლო ტრანსპორტის ტექნიკურ მომსახურება – 181,211 ლარი.

სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილები განათლების, კულტურისა და სპორტის კომპონენტებისთვის ასე იყო განაწილებული: 23 მსუბუქ ავტომობილს ფლობდა განათლება, კულტურას ჰყავდა 15 ავტომობილი და სპორტს – 8. შესაბამისად, თეა წულუკიანის უწყებას ახალი სამინისტროს ჩამოყალიბების  შემდეგ, 23 ავტომობილი შეხვდებოდა.

რაც შეეხება, კონკრეტულად, განათლების მიმართულებას, მისთვის განკუთვნილი 23 ავტომობილის ღირებულება შეფასებულია 134 147 ლარად. უწყების მფლობელობაში ყველაზე ახალია 2019 წელს გამოშვებული კია, რომლის ღირებულებაც  41 019 ლარია, თუმცა ექსპლუატაციის შემდეგ შეფასებულია 31 297 ლარად. სამინისტროს ბალანსზეა, ასევე, 2018 წელს გამოშვებული ტოიოტა პრადო LC 150 , რომელიც 31 297 ლარადაა შეფასებული. ავტოპარკში გვხვდება ასევე 2015 წლის გამოშვების, 12 786 ლარად შეფასებული ავტომობილი MERCEDES BENZ(SPRINTER 308 CDI). ჩამონათვალშია ასევე  2011 წელს გამოშვებული რამდენიმე კია სპორტიჯის მარკის ავტომობილი, რომელთა საბაზრო ფასიც 23 000 ლარია, თუმცა 2020 წლის მონაცემებით შეფასებულია 14 973 ლარად.

ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნება" ხალხის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს რეჟიმის ახირებების დაკმაყოფილება უწევს.

საქართველოს მოსახლეობას სარჩენად დაგვემატა კიდევ ერთი მინისტრი, ახლადშექმნილი სპორტის სამინისტრო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეიძინა 4 ავტომობილი, ჯამში, 4450 ათასი ლარის ღირებულების. სამი არის აქედან პირველი კლასის, ეს არის მოდელი KIA A5, რომელიც განკუთვნილია მინისტრისთვის და მისი მოადგილეებისთვის. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს "ქართული ოცნების" ახირებების დაკმაყოფილება გვიწევს ჩვენი ფულით. "ქართული ოცნება" ბიუჯეტის ფულს, რომელიც უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეებს, იყენებს მისი ჯიბის ფულად, მისი კომფორტისთვის, ავტომობილები, ავეჯი, კაბინეტების რემონტი და ა.შ. 450 ათასი ლარის სარგებელი არ მოუტანია სპორტის მინისტრს, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

შპს "ნიაური და კომპანიას" გენერალური დირექტორი ბადრი ნიაური ამბობს, რომ აღნიშნული ავტომობილების შესყიდვის საჭიროება სამინისტროს არ აქვს, თუმცა "ოცნება" მხოლოდ პრივილეგიებზეა ორინეტირებული.  

საჭიროება ამ შესყიდვის არ არსებობს. ეს არის პრივილეგიისთვის განკუთვნილი შესყიდვა. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ნება გამოხატული და ფაქტია, რომ არ სრულდება დამოკიდებულება, რომ გავლენა და პრივილეგიები იზომება კვლავ ახალი ავტომობლებით. ეს მიდგომა აქვს ხელისუფლებას ანუ აუცილებლად უნდა ერგოს ჯილდო მინისტრს, მის მოადგილეებს, - ამბობს 

სპორტის სამინისტრო კულტურას იანვარში, კობახიძის გადაწყვეტილებით გამოეყო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics