2025-04-28 11:41:47, 281 ნახვა
კორონავირუსი/ გერმანიის თავდაცვის მინისტრი - თუ უკრაინა დაეცემა, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს და მოლდოვას
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობების შესახებ წინადადებები, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წარადგენს, ძალიან შორს მიმავალია და რომ წამყვანი პრინციპი სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს. „უკრაინას ამის მიღწევა დამოუკიდებლად, პრაქტიკულად ერთი წლის წინ კაპიტულაციის გზით შეეძლო“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა. მისი თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას მაშინაც კი, თუ აშშ-ის მხარდაჭერა შეწყდება და რომ ეს მკაფიოდ იყო გათვალისწინებული კოალიციურ შეთანხმებაში. „თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს უკრაინის ოკუპაციის თვალსაზრისით, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს ტერიტორიას და სხვათა შორის, მეზობელ ქვეყნებსაც, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო“, - აღნიშნა პისტორიუსმა. მისი თქმით, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საქმე მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლიდარობას არ ეხება. „საქმე მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლიდარობას არ ეხება, საქმე ეხება ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენს მშვიდობას ევროპაში“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-28 18:42:01 ანდრეი სიბიგა - თუ რუსეთს მშვიდობა ნამდვილად სურს, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს 2025-04-28 15:43:17 ვლადიმერ პუტინმა 9-11 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა 2025-04-28 12:30:10 დონეცკის ოლქში რუსეთის მხრიდან იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა 2025-04-28 11:41:47 გერმანიის თავდაცვის მინისტრი - თუ უკრაინა დაეცემა, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს და მოლდოვას 2025-04-28 09:37:06 სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |