2025-05-01 16:40:11, 40 ნახვა
კორონავირუსი/ სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ინფორმაციით, გასულ თვეში უკრაინულმა დრონებმა 83,000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს, რაც მარტის თვის მონაცემებთან შედარებით 8%-იანი ზრდის მაჩვენებელია. "აპრილში თავდაცვის ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა ღირსეული შედეგები აჩვენეს მტრის განადგურებაში," - წერს სირსკი. მისი თქმით, მტრის დაზიანების ეფექტიანობამ 5%-ით მოიმატა. სირსკიმ ასევე ხაზი გაუსვა უპილოტო ტექნოლოგიების როლის ზრდას თანამედროვე ომში და აღნიშნა, რომ დრონების ოპერაციების გაფართოება სტრატეგიულად გადამწყვეტია. "დღევანდელი მაღალტექნოლოგიური ომი მუდმივ წინსვლას, კიდევ უფრო დიდ ეფექტიანობასა და უპილოტო მიმართულებით ძალისხმევის მასშტაბურ ზრდას მოითხოვს," - თქვა უკრაინის ჯარის მთავარსარდალმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს 2025-05-01 13:36:46 კიტ კელოგი - უკრაინა მზად არის, ოკუპირებული ტერიტორიები დათმოს დე ფაქტოდ, თუმცა არა დე იურედ 2025-05-01 09:53:28 ანდრეი სიბიგა - უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება 2025-05-01 09:13:36 რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - ოდესაში ორი ადამიანი დაიღუპა ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |