2025-05-04 18:06:45, 4379 ნახვა
კომენტარი/ ნაძალადევის რაიონის გამგებელი - დადიანის ქუჩაზე კორპუსიდან ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ
ჩვენ ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ, - ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ დადიანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსი რომ ავარიული იყო, ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ისინი არ იყვნენ თანახმა, რომ სახლები დაეტოვებინათ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო. “მე თვითონ ლაბორატორიის, შსს-ს და სამაშველოს თანამშრომლებთან ერთად დავათვალიერე ადგილი. მიმდინარეობს მოკვლევა და რა საკვირველია, იტყვიან ყველაფერს. ჩვენ ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში. არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ. შემდეგ, პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად გავიყვანთ ქირით და პრობლემა არცერთ ოჯახს არ ექნება. ავარიულობის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ყოველთვის გვქონდა. არაერთხელ გვქონდა შეხვედრა. საუბარი იყო ინვესტორებთან, გამაგრებასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც მოსახლეობასთან ვერ შედგა შეთანხმება. აქედან გამომდინარე, კატასტროფული მდგომარეობა არ იყო… შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან თვითონ მცხოვრებლები არ იყვნენ თანახმა, რომ გასულიყვნენ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო”, - განაცხადა გამგებელმა. შეგახსენებთ, თბილისში, დადიანი ქუჩაზე 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის იატაკი ჩაინგრა. ამ დრომდე ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 2 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა 2025-07-29 21:59:09 მინსკში პირველი დრონი ჩამოვარდა - „ტროტილითა და უკრაინულ ენაზე წარწერებით“, აცხადებს საგამოძიებო კომიტეტი ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |