06:04 - 19 May, 2025
2025-05-18 12:23:43, 100 ნახვა

კორონავირუსი/
რუსეთმა კიევის ოლქზე იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

18 მაისს, რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე,  უკრაინაზე დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

იერიშის შედეგად კიევის ოლქში, ობუხოვის რაიონში, დაიღუპა 28 წლის ქალი.

გარდა ამისა, დაიჭრა 3 ადამიანი: 59 წლის კაცი, 61 წლის ქალი და 4 წლის ბავშვი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ფასტოვის რაიონში დრონების იერიშის შედეგად დაინგრა საწყობი და სამეურნეო შენობა. გარდა ამისა, რაიონის სამედიცინო ცენტრში გაჩნდა ხანძარი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics