03:30 - 03 Aug, 2025
2025-07-24 11:10:10, 1203 ნახვა

საზოგადოება/
თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე პოლიცია დევნილებს ასახლებს

თბილისში, თვალჭრელიძის პირველ ნომერში საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

"პირველების" კორესპოდენტის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიურო სამსახური ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესულ 200-ს ოჯახს ასახლებს. 

ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ თავშესაფრის გარეშე რჩებიან მრავალშვილიანი ოჯახები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

მოსახლეობა ამბობს, რომ ელემენტარული საცხოვრეებელი პირობებს შესაქმნელად ბანკებიდან სესხი აიღეს და რემონტი გააკეთეს სამ წლიანი ცხოვრების შემდეგ კი მათ სახელმწიფო ერთადერთი საცხოვრებლის გარეშე ტოვებს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოქალაქეებს უთხრეს, რომ შენობა კერძო პირმა შეისყიდა, აღნიშნული პირი კი შენობის დაცლას ითხოვს. 

200 ოჯახი ადგილზე თბილისის მერის, კახა კალაძის მისვლას ითხოვს. 

აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებოები ამორტიზებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.

"მისამართზე მდებარეობს ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.

მხარეთა შორის მორიგების, მათი ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობით გამოსახლების პროცესი უკვე გადადებულია ორჯერ. საქმეში, აღსრულების პოლიციასთან ერთად, ჩართული იყო ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი, სოციალური მუშაკები. განხორციელდა ათეულობით ვიზიტი მისამართზე. ინდივიდუალურადაა შესწავლილი იქ მცხოვრებთა პირობები და საჭიროებები; მიმართულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის დახმარების გამოყოფისა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის.

მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კრედიტორ მხარესთან, რომელიც ასევე მზად იყო, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულიყო უკანონოდ მცხოვრები ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფის საკითხში, რაზეც ოჯახების ნაწილმა უარი განაცხადა.

მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს. აქედან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია - 24 პირი; ბინის მიღებისა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს - 29 პირს, მათ შორს 6 პირს უკვე ეთქვა დადებითი პასუხი, შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა. ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ. მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რათა შემდგომ მიზანმიმართულად მოეთხოვათ კომპენსაცია.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით, მიიღონ კრედიტორისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა დაცული იყოს საკუთრების უფლება და კანონის უზენაესობის პრინციპი", - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics