2025-07-24 13:46:14, 1251 ნახვა
საზოგადოება/ კალაძე დევნილების გამოსახლებაზე - ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მცხოვრები მოქალაქეებიდან ცხრა ოჯახი თბილისშია რეგისტრირებული, რომელთაც მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა. ამის შესახებ მან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, თვალჭრელიძის N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობები ავარიულია და იქიდან მოსახლეობის გამოყვანა მიმდინარეობს. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თბილისში რეგისტრირებული ცხრა ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ ორი დათანხმდა, დანარჩენმა კი ქირით გასვლაზე უარი განაცხადა. „მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნინიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეული რაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, შენობა ავარიულია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდება. არის ცხრა ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა. ორი უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებებით, დანარჩენები კი არ დაეთანხმა აღნიშნულ წინადადებას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა 2025-07-29 21:59:09 მინსკში პირველი დრონი ჩამოვარდა - „ტროტილითა და უკრაინულ ენაზე წარწერებით“, აცხადებს საგამოძიებო კომიტეტი ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |